სანიოლმა საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა – ჯაბა კანკავა დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის პლეი-ოფისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა. 21 მარტს, საქართველო დინამო არენაზე ლუქსემბურგს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალურ მატჩში, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მეკარეები:
გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი
მცველები:
საბა კვერკველია, საბა საზონოვი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი
ნახევარმცველები:
ვლადიმერ მამუჩაშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა
თავდამსხმელები:
, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია, ზურიკო დავითაშვილი
გუნდში დაბრუნდა ყოფილი კაპიტანი, ბრატისლავას სლოვანის 37 წლის ნახევარმცველი, ჯაბა კანკავა, რომელიც ეროვნული ნაკრებიდან 2022 წელს წავიდა.
დისკვალიფიკაციის გამო, ლუქსემბურგთან მატჩს გამოტოვებს.