სანიოლი: ცვლილებები ტაქტიკაში არ იქნება, შემადგენლობაში კი ზომიერად

სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ არ ითამაშებს. კაშიას დაბრუნება მიუხედავად, ტაქტიკური ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია, დაცვაში მომავალშიც ისე ვაპირებთ თამაშს, როგორც სომხეთში.
ვფიქრობ, მოტივაციის პრობლემა არ იქნება. გარკვეული ცვლილებები მოსალოდნლია, შანსს სხვებიც მიიღებენ. ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივა მყავს, კონკურენცია არსებობს და მოტივაციის კუთხით არანაირი გართულება არ გამაჩნია.
მეკარის პოზიციის მართვა დანარჩენი გუნდისგან განსხვავდება. მამარდაშვილი ისევ ითამაშებს, ივნისში კი დავასვენებთ და გუგეშაშვილს დავეყრდნობით.
ლაცაბიძის მონაცემების ნახვა
უშუალოდ მინდოდა. ის თავმდაბალია, ბევრს ისმენს, ბევრს სწავლობს.
ხვალ ოფიციალური მატჩია და გამარჯვება გვსურს, ძალიან ბევრი ცვლილება არ იქნება.
გუნდში იდეალური გარემოა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. გამოვყოფ ირაკლი აზაროვს, ვისაც ადრე ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ასევე შესანიშნავი იყო საბა გოგლიჩიძე.
იტალიაში ქართველმა ფეხბურთელებმა საკმაოდ დიდი კვალი დატოვეს და ეს გრძელდება.”