სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო – გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს

15 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“გუნდში უკეთესი განწყობაა, ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში. გუნდთან ბევრი ვისაუბრე, ხაზი გავსუსვი, რომ ბოლო წლის შედეგები დამაკმაყოფილებელი არაა. ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გამოვასწოროთ. ბიჭების გამოხმაურება ადეკვატური იყო. ტაბატაძეს ჯერ კიდევ “იბერიაში” ვაკვირდებოდი, მან სტაბილურად თამაში “კადისშიც” დაიწყო. ქართველი გულშემატკივრები მის თამაშს იხილავენ და შეაფასებენ.
ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია და მასთან გამარჯვების დაგეგმვა რთულია. ესპანეთში ცოტა გავუშვით, მაგრამ არ მომეწონა, რომ განწყობა არ გვქონდა. ახლა შიშის გარეშე და გუნდურად უნდა ვითამაშოთ. გულშემტაკივრებმა უნდა დაინახონ, რომ გუნდი უფრო ამბიციური და ემოციურია. გარკვეული ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო. მიწაზე დაშვებას გარკვეული დრო დასჭირდა. ბევრისთვის ევროპის ჩემპიონატი კარიერის მწვერვალი იყო, ამის შემდეგ კი ემოცია და ამბიცია დაიკარგა. ახლა ამას ვცდილობთ, გუნდი ისეთივე მონდომებული და ემოციური იყოს, როგორც ევრომდე. ისიცაა, ჩვენ პატარა გუნდი ვართ და 2-3 ფეხბურთელის ჩანაცვლება გვიჭირს. მნიშვნელოვანია, ნაკრებში ახალი ფეხბურთელები გამოჩდნენ და ყველაფერი 2-3 ფეხბურთელზე დამოკიდებული არ იყოს. ამ მატჩების შემდეგ უფრო მეტად ვიქნებით მზად ახალი გამოწვევებისთვის.
გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს, არსებობს როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდები. ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერა სჭირდება, რაც ბოლო წლებში ქართველ გულშემატკივრებს აშკარად ჰქონდათ”.
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ
“ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება” – სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე – “საუკუნე გაივლის კიდევ”
“სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა… გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა…” – დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! – სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ
“მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ ” – ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა