სანიოლი ყველაზე ცოტას იღებს – როგორია Euro 2024-ის მწვრთნელების ხელფასები

Finance Football research-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების ხელფასები გამოაქვეყნა.
ისე გამოდის, რომ ევრო 2024-ზე ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს ჰყავს. ვილი სანიოლის ხელფასი წელიწადში 200 000 ევროს შეადგენს, რაც ტურნირის მონაწილეებს შორის ყველაზე დაბალი ანაზღაურებაა.
სანიოლზე ოდნავ მეტს გამოიმუშავებენ რუმინეთის ნაკრების დამრიგებელი ედვარდ ოირდანესკუ და ჩეხეთის ნაკრების თავკაცი ივან ჰაშეკი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი კი ევროპის ჩემპიონატზე გარეთ საუთგეიტი იქნება, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 5.8 მილიონ ევროს უხდიან.
ევრო 2024: მწვრთნელების წლიური ხელფასები
· გარეთ საუთგეიტი (ინგლისი) – €5.800.0002. იულიან ნაგელსმანი (გერმანია) – €4.800.0003. რობერტო მარტინესი (პორტუგალია) – €4.000.0004. დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – €3.800.0005. რონალდ კუმანი (ნიდერლანდები) – €3.000.0006. ლუჩანო სპალეტი (იტალია) – €3.000.0007. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) – €1.800.0008. მურატ იაკინი (შვეიცარია) – €1.600.0009. რალფ რანგნიკი (ავსტრია) – €1.500.00010. დომენიკო ტედესკო (ბელგია) – €1.500.00011. ზლატკო დალიჩი (ხორვატია) – €1.500.00012. დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი) – €1.400.00013. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) – €1.250.00014. სერგეი რებროვი () – €1.250.00015. კასპერ ჰიულმანი () – €1.150.00016. სილვინიო (ალბანეთი) – €750.00017. მიხალ პრობიერჟი (პოლონეთი) – €560.00018. სტივ კლარკი (შოტლანდია) – €550.00019. ფრანჩესკო კალცონა () – €540.00020. მარკო როსი (უნგრეთი) – €300.00021. მატიაშ კეკი (სლოვენია) – €300.00022. ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) – €250.00023. ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი) – €240.00024. ვილი სანიოლი (საქართველო) – €200.000
europop.ge