სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“სომხეთთან შეხვედრას რაც შეეხება, დაცვაშიც ვიმუშავებთ და შეტევაშიც. ბოლო წლებში 3-მცველიანი ტაქტიკა წარმატებით გამოვცადეთ, თუმცა ფეხბურთი ვითარდება და მუდმივად ერთი და იმავეს ვერ გააკეთებ, სიახლეებიც საჭიროა. კვარაცხელიას გარეშე იმავე სისტემითა და იმავენაირად თამაში რთულია, ის უნიკალური ფეხბურთელია. მთავარი გუნდური დისციპლინაა, რაც ბოლო მატჩებში წინა წლებისგან განსხვავებით დავკარგეთ. იმედი მაქვს, აუცილებლად დავიბრუნებთ იმ ძლიერ მხარეებს, რაც ჩვენ გუნდს ახასიათებს.
მნიშვნელოვანი იქნება პირველი წუთები, სადაც
რამდენჯერმე პრობლემა შეგვექმნა. შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს დაღლილობა ეტყობოდა, რაც იმ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივიც კი იყო. ახლა ეს უნდა შეიცვალოს.
სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა და ისინი განსხვავებულად ითამაშებენ, ბოლომდე დაიხარჯებიან. შევეჩვიე, რომ გასვლით მატჩებზეც დიდი მხარდაჭერა გვაქვს. მაგალითად, ბულგარეთში მეტი ქართველი გულშემატკივარი იყო, ვიდრე ადგილობრივი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი გავახაროთ”.
ღვთისავარ ანთაძე სპეციალურად sportall.ge-სთვის ერევნიდან
ბევრი ვერ უგებს ხოლმე სანიოლის,როცა ის ბუდუს სკამზე ტოვებს და ამას ეძახის რო ის ზამენაზე დასვევს,რაც სრული იდიოტობა არის.ნაკრებში არ არსებობს ეგეთი ცნება,რაის სათადარიგო? ის იმიტო რჩება ხოლმე სკამზე რო საჭირო დროს შემოვიდეს და გოლი შეაგდოს. მე ესეთი გათვლა მექნებოდა სანიოლის ადგილას,რადგან ბუდუ მონდომებული ბიჭია და დაღლილ მცველებს შორის ყოველთვის ითვისებს ზონას და გასატანი გააქვს. ნუ კვარას არ ყოფნაში შესაძლოა დაიწყოს კიდეც,თუმცა დაველოდოთ უნდა. ნუ გექნებათ უაზრო რეაქციები სასტარტოს მომენტში,მწვრთნელი ადგენს 11ეულს,რომელიც ყველაზე მეტად შეძლებს მოგებას და იქ ყველა სასტარტოს კაცია. რახან ნაკრებში გიძახებენ ე.ი. შენ ხარ საუკეთესო 22 ფეხბურთელს შორის. მე რატომ არ მიძახებენ თქვენი აზრით? რა კალაძეთან ვერ დავალაგებ ან კობიაშვილთან(ამასაც ხო აწვება ზოგი)? თუმცა არ მიძახებენ,რადგან ფეხბურთელი არ ვარ და იძახებენ იმათ ვინც ფეხბურთელია.
