საქართველოს ნაკრებმა ესპანეთისა და ბულგარეთისთვის მზადება დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ეს მატჩები არაფერს წყვეტს, მაგრამ ბრძოლა ორივე შეხვედრაში უნდა იყოს – გამოსასწორებელია ოქტომბრის საშინელი მატჩები, უნდა დავამტკიცოთ, რომ ესპანეთთან შინ მაინც თამაში შეგვიძლია და ბულგარელებს ძველი, ცუდი პერიოდი საბოლოოდ უნდა “ამოვუქაჩოთ.” გარდა ამისა, დასამტკიცებელი თუ ვინმეს რამე აქვს, ვილი სანიოლია – ის, რომ არ ამოწურულა და შეუძლია, ახალი და კვლავ წარმატებული შექმნას.
ლეგიონერების შეხვედრებს თვალს მაქსიმალურად ვადევნებთ, ვიცით შემადგენლობაში ვინ რატომ არაა და ყველაფრიდან გამომდინარე, დღეს შემოგთავაზებთ სავარაუდო შემადგენლობას, ჩვენი ვარაუდით, ფრანგი მთავარი მწვრთნელი რასაც განიხილავს. ზოგიერთ პოზიციაზე კი ალტერნატივაზე ვიმსჯელებთ, თუკი ასეთი არსებობს, რადგან ყველგან მაგაზეც ვერ ვისაუბრებთ.
კარგია, რომ გიორგი მამარდაშვილი ახლა პრაქტიკით, ტონუსითა და გუნდის წარუმატებელი პერიოდის მიუხედავად, ეროვნულ გუნდში კარგი ფორმითაა.
ესპანელებთან 5-მცველიან ტაქტიკას ვვარაუდობთ. ცენტრალური მცველების შემთხვევაში აქ საფიქრალი ფიზიკურად, არაფერია – საბა გოგლიჩიძე, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი. რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს ეს სამეული? ლუკა ლოჩოშვილზე იქნება დამოკიდებული – სანიოლი ისევ მარცხენა მცველად დააყენებს. ამ შემთხვევაში, ნარიმანიძის დებიუტი (3 ცენტრალურ მცველში) პირდაპირ ესპანეთთან რთული წარმოსადგენია.
თუკი 4 უკანახაზელს განვიხილავთ, მაშინ ლოჩოშვილი ნამდვილად მარცხენა მცველი იქნება, რადგან არჩევანი არც აქაა, სასტარტოში კი კაშია ითამაშებს, რაც ორი ცენტრალური მცველის პირობებში სახიფათოა. ასე რომ, ამის შანსი ნაკლებადაა.
მარჯვენა ფლანგს, ყველა შემთხვევაში გიორგი გოჩოლეიშვილი ჩაიბარებს და დიდი ალბათობით, მთლიანად და არა 4 მცველში. თუკი მარჯვნივ მის შემცვლელს ძალიან მოვძებნით, ასეთი ვლადიმერ მამუჩაშვილი შეიძლება იყოს. არსებულ ვითარებაში ალტერნატივა არც მარცხნივაა და გიორგი წიტაიშვილი გააკონტროლებს. ის “მეცში” ბოლოს სწორედ ამ პოზიციაზეა და წარმატებითაც.
ოთარ კიტეიშვილი და ნიკა გაგნიძე ის ფეხბურთელები არიან, ფორმიდან გამომდინარეც, ძირითად შემადგენლობაში რომ ველით. გიორგი ქოჩორაშვილი დისკვალიფიცირებულია, თუმცა ის ბოლოს ცოტას თამაშობს და სასტარტოში ალბათ ისედაც ბულგარეთში გამოჩნდებოდა. ანზორ მექვაბიშვილიც არ დაგვავიწყდეს. დაცვითი უნარების გამო, მისი თამაში ესპანეთთან ლოგიკური იქნება, თუმცა ორი ნახევარმცველის პირობებში, მაინც რთული სათქმელია.
ვერ ვიტყვით, რომ ნახევარდაცვაში მრავალფეროვნება არაა, მაგრამ სანიოლი ნოდარ ლომინაძეს ნაკლებად ენდობა. ახლა გუნდში გაბრიელ სიგუაცაა. იმ ვითარებაში, როცა ე.წ. პირველი ბურთის მოპოვებაც გვიჭირს და სტანდარტული მდგომარეობებისას თავის დაცვა, ამ ფეხბურთელების გამოყენება მეტად შეიძლება.
ხშირად გვინახავს, სანიოლი გვიან დამატებულ ფეხბურთელს შანსს მეტად რომ აძლევს და ასეთი ახლა გუნდში შოთა ნონიკაშვილია. 24 წლის ნახევარმცველი უკრაინაში ბევრს ნამდვილად არ თამაშობს.
როცა საქართველოს ნაკრები 5-მცველიანი ტაქტიკით თამაშობდა, გიორგი ჩაკვეტაძეს ყოველთვის ზურიკო დავითაშვილი ცვლიდა და ეს ახლაც ასე იქნება. ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგსა და ცენტრს შორის იტრიალებს. მთავარია, ესპანელებთან მათ შეტევის საშუალება მაქსიმალურად მიეცეთ.
რაც შეეხება ფორვარდს, გვგონია, რომ სანიოლი სამ ვარიანტს განიხილავს. ყველაზე რეალური ისაა, გიორგი მიქაუტაძე ბუდუ ზივზივაძემ შეცვალოს. რაც შეეხება გეგმა “ბ”-ს, ეს კლასიკური “ცხრიანის” გარეშე თამაშია და ე.წ. ცრუცხრიანზე ხან “კვარა” აღმოჩნდება, ხანაც ზურიკო და ხანაც რომელიმე ნახევარმცველი. ამ ტაქტიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეს ლომინაძეც იყოს. მაგრამ აქვს კი სანიოლს ასეთი ტაქტიკური მრავალფეროვნების რესურსი? – საკითხავი ესაა. რაც შეეხება მესამე გეგმას, ეს გიორგი ქვილითაის სასტარტოში ყოფნა, სტილის მაქსიმალურად შეცვლა თუ ძველთან დაბრუნება და საჯარიმოში მეტი ჩაწოდების მცდელობაა. ასეთ დროს ფლანგებს მეტი ყურადღება დაეთმობა.
დანარჩენს ერთად ვნახავთ…
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
“ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება” – სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
Le Parisien: კვარაცხელიას ნაკრებში თამაშს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს – ლიონელთათვის ყველაზე სახიფათო უნდა იყოს
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
ჩაკვეტაძე ბრუნდება – შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე – “საუკუნე გაივლის კიდევ”
“მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ ” – ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
“სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა… გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა…” – დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ორი დებიუტანტით – ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე – პსჟ-მ “ლიონს” მძიმე მატჩი მოუგო
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
“ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება” – იური ტაბატაძე



