სანიოლი: ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო – სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, სტუმრად ესპანეთთან 0:2 დამარცხების შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა:
„შეგვიძლია ვცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ როდესაც ესპანეთის ნაკრები ასეთ დონეზე თამაშობს, უშანსოდ ხარ – ეს უნდა მივიღოთ. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იყო, ნაკლები ყვითელი ბარათი მიგვეღო. რამდენიმე ფეხბურთელს მომდევნო მატჩის გამოტოვება ემუქრებოდა და ვიცით, რომ თურქეთთან შეხვედრა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
პოზიტიური ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ფეხბურთელებთან ბევრს ვსაუბრობთ და მომდევნო შეხვედრაში მათი მხრიდან სრულიად განსხვავებულ თამაშს ველი. სამი დღე ძალების აღსადგენად საკმარისი არ არის, თუმცა თანამედროვე ფეხბურთი ასეა მოწყობილი – არასდროს გაქვს საკმარისი დრო. ფეხბურთელები მიჩვეულები არიან ასეთ გრაფიკს და ვეცდებით, რომ ძალები მაქსიმალურად აღვიდგინოთ.
ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ საუკეთესო პირობებით ვიმგზავროთ – ამჯერადაც ასე იქნება და მადლიერი ვარ. ვფიქრობ, ეს ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს“.
NAKREBI.GE
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოს შემადგენლობა ესპანეთთან – რა უშლის ხელს თერთმეტეულის გამოკვეთას?
“ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია… ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით – “კვარას” ამბავი