სანიოლი ალბანეთთან მატჩზე: ტაქტიკური ცვლილებები მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია, კარგად დავიწყოთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დღეს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთა ლიგაზე სთან მარცხის ერთ-ერთი მიზეზი სუსტი სტარტი იყო და იმედი გამოთქვა, რომ ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება.
“ვის დავაყენებ ქოჩორაშვილის ნაცვლად და ხომ არ შევცვლი ტაქტიკას? ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ამას ხვალ ნახავთ” – განაცხადა სანიოლმა და დასძინა უკრაინასთან მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა და ასე იყო ჩეხეთთან შეხვედრის გარკვეულ პერიოდშიც.
“ეს მხოლოდ ლოჩოშვილის ბრალი არ არის, ის შეტევებში კარგად ერთვებოდა. კიტეიშვილი კი ჯანმრთელადაა და ალბანეთთან მატჩისთვის მზადაა.” – განცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.
“ჩვენ იგივე გუნდი ვართ, რომელმაც ევრო 2024-ზე წარმატებას მიაღწია. აუცილებელია, ჩვენი ღირებულებები, დისციპლინა შევინარჩუნოთ და წინსვლა გავაგრძელოთ”, – თქვა ვილი სანიოლმა.
14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს „მიხეილ მესხი არენაზე“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება.