სანიოლის სია – ვინ მოემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის და იქნება განაცხადში

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან. შეგახსენებთ, განაცხადი 26-კაციანი იქნება. “ჯვაროსნები” სადებიუტო ჩემპიონატის პირველ მატჩში თურქეთის ნაკრებს 18 ივნისს დაუპირისპირდებიან.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;
მცველები: საბა კვირკველია, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი;
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვსკირი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ლევან შენგელია, სანდრო ალთუნაშვილი, საბა ლობჟანიძე;
ფორვარდები: ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე,
, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია.