შემოდგომაზე სანაკრებო მატჩებით განებივრებულები ვართ. ორი უქმეების შემდეგ ვილი სანიოლი “ჯვაროსნებს” კვლავ შეკრებს და ორი გამარჯვებით დაწყებულ “ერთა ლიგაზე” ამდენიმე მატჩს ჩაატარებს. 11 ოქტომბერს ჯერ უკრაინას პოლონეთში, პოზნანში ვეთამაშებით. სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები თავდაპირველად სამშობლოში არ შეიკრიბება, მე-4 ტურში, 14 ოქტომბერს კი ისევ “მიხეილ მესხზე” ალბანელებს დავუხდებით.
სანიოლის გუნდს 6 ქულა აქვს
ეროვნულ გუნდში ახლა იდეალური გარემო, ხასიათი თუ შედეგებია, თუმცა ფიქრი ყოველთვის გაუმჯობესებაზე უნდა გვქონდეს. თანაც, მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად იქნებ არა უბრალოდ ჯგუფის მოგება, არამედ დივიზიონში საუკეთესო შედეგი დაგვჭირდეს
(ამ სტატუსის გამო იყო, ლუქსემბურგს რომ ვუმასპინძლეთ).
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზე წაიკითხეთ აქ –
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? – რას გვაძლევს “ერთა ლიგა”, ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე…
მიუხედავად იმისა, შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველით, დაკვირვება და მსჯელობა აქაც საჭიროა, ისევე როგორც ახალი სახეების გამოცდა. სანიოლს მომავალი კვირისთვის სია მზად უნდა ჰქონდეს.
გულიაშვილი სანაკრებო შანსის მოლოდინშია
რა გამოიკვეთა წინა მატჩებში და რა შეიძლება შეიცვალოს? ალბანეთთან დავინახეთ, რომ როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი არაა, მიუხედავად რამდენიმე ფეხბურთელის მოკლე დროში მეორე მატჩისა და გადაღლისა, მწვრთნელმა მათი შეცვლა სათანადო ალტერნატივების არარსებობის გამო ვერ გარისკა. გასაგებია, კიტეიშვილი-ქოჩორაშვილი-ჩაკვეტაძის მსგავსი ნახევარმცველები სათადარიგოთა სკამზე იქნებ არ იყვნენ, მაგრამ კონკურენცია მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს.
როგორც გამოჩნდა, შუა ხაზში ამჟამად ტრავმირებულ ანზორ მექვაბიშვილს სამწვრთნელო შტაბი მეტად ენდობა. ამიტომაც, სიის გამრავალფეროვნებაზე ფიქრი შესაძლებელია. სამწუხაროდ, უკანასკნელ ორ ტურში უკრაინაში ნიკა გაგნიძე არ გამოჩენილა. ამ ეტაპზე ცენტრში სათანადო ალტერნატივას სანიოლის მთავარ პრობლემად ჩავთვლით. ვხედავთ, ვილიმ რამდენიმე ფეხბურთელს პოზიცია წარმატებით შეუცვალა და ეს იქნებ აქაც ვნახოთ. მაგალითად, ადრეულ წლებში მოედნის ცენტრი თამაშის გამოცდილება საბა ლობჟანიძეს აქვს.
კოხრეიძეს ეროვნულ ლიგაში ბევრი გააქვს
ვინ მოუმატა მკვეთრად? ზოგჯერ ამა თუ იმ პოზიციაზე იმხელა კონკურენციაა, ახალი ფეხბურთელი საჭირო საერთოდ არაა, მაგრამ ზოგიერთს იმხელა პროგრესი აქვს, მისთვის საბაკრებო შანსის მიცემა სამართლიანი იქნებოდა. ასეთი გიორგი გულიაშვილია, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებიდან და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან კარგად გვახსოვს. ბოსნიის “სარაევოში” 6 მატჩში 6 გოლი – 23 წლის შემტევს მართლაც სერიოზული შედეგები აქვს.
როგორ არ უნდა ვახსენოთ გიორგი კოხრეიძე, რომელმაც “იბერია 1999”-ის რიგებში ახლა პოკერი შეასრულა და ეროვნულ ლიგაში 14 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს.
შენგელიას ბოლო ოფიცილური სანაკრებო მატჩი საბერძნეთთან ფინალი იყო
ვის შეიძლება დაბრუნდეს და სიაში ისევ აღარ იყოს? ლევან შენგელია ევროპის ჩემპიონატს ისე შეხვდა, ტრავმიდან ახლადმორჩენილი იყო. სანიოლმა ის გერმანიაში მაინც წაიყვანა, თუმცა იქ დრო საერთოდ არ მისცემია. ლევანი სექტემბერში სიაში არ ყოფილა. 28 წლის შენგელიამ საბერძნეთში ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო, უკვე გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს და ახლა გამოძახებულთა შორის იქნება.
აუცილებლად აღსანიშნავია, რომ შენგელია გუნდში მარჯვენა შემტევია, ისევე როგორც გიორგი წიტაიშვილი, თუმცა ნაკრებში მათ მარცხნივ ვხედავთ, სადაც დაცვითი ფუნქციების შესრულებაც უწევთ. ბოლო დროს აქ უპირატესობა ლუკა ლოჩოშვილს აქვს და მოსალოდნელია, ეს გადაწყვეტილება არც ახლა შეიცვლება. და ირაკლი აზაროვი? ის ეროვნულ გუნდში დააბრუნეს, ბოლო ტურში “შახტარშიც” დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, მაგრამ ამ ვითარებაში კვლავ იქნება თუ არა ფრანგის სიაში, ვერავინ იტყვის. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი: 21-წლამდელთა ნაკრებს შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი შეხვედრები ელის და აზაროვს იქ თამაშის უფლება აქვს.
გოგლიჩიძე სერია ა-ს მშვენივრად მოერგო
საბა გოგლიჩიძეზეც უნდა ვთქვათ, რომელიც “ემპოლიში” შესანიშნავად გამოდის. იქედან გამომდინარე, რამაზ სვაბაძის გუნდს შვედედთან უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება აქვს, გოგლიჩიძის მათთვის დათმობაც ლოგიკას მოკლებული არ იქნება, ვინაიდან სასტარტოში გიორგი გველესიანი მოიაზრება. ამ შემთხვევაში სანიოლის სიაში არც საბა კვირკველიას დაბრუნებაა გამორიცხული, ვინც ახლა თბილისის “დინამოშია და ბათუმელების კარიც დალაშქრა.
შეგახსენებთ, ორი ტურის შემდეგ “ერთა ლიგის” B დივიზონში 6 ქულა გვაქვს.
Tout se déroule comme prévu – როგორ საქართველოს ნაკრებს მოვესწარით – ის, რაც მოგებაზე მეტია!..
საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა