“სანთლები წაიღო დასანთებად, საშინაო ტანსაცმლითაა წასული” – რას ჰყვებიან სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებულების ოჯახის წევრები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება. “კურიერი” ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახში იმყოფებოდა. როგორც ოჯახის წევრები ჰყვებიან, გატაცებული ეკლესიაში სანთლების დასანთებად იყო მისული, რა დროსაც ის დანარჩენ 2 ადამიანთან ერთად რუსმა ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს.
“სანთლები წაიღო დასანთებად. ავიდა, დაანთო და მოკიდეს ხელი და წაიყვანეს. წმინდა გიორგის ეკლესიაში ავიდნენ… სამნი იყვნენ,” – ამბობს გატაცებული ხვიჩა კორინთელის დედა მაყვალა კორინთელი.
“სანთლებს დავანთებო, საშინაო ტანსაცმლითაა წასული… დღეს მესამე დღეა, მაგრამ შაბათ-კვირა დაემთხვა. ორშაბათს ალბათ პატარა სასამართლო ჩატარდება და სამშაბათისთვის ველოდებით, ვნახოთ რა იქნება,” – ამბობს გატაცებული ხვიჩა კორინთელის და, ნანა კორინთელი.
სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცების ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუსის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გათავისუფლების მიზნით ყველა არსებული მექანიზმი ამოქმედებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია

მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება