სანთლების და ხატების გაყიდვა დანაშაული არ არის – ტრეფიკინში ბრალდებული ქალის ადვოკატი

სანთლების და ხატების გაყიდვა დანაშაული არ არის – ასე ცდილობს ტრეფიკინში ბრალდებული ქალის ადვოკატი, უმძიმეს დანაშაულში მხილებული ქალის დაცვას.
დედა, რომელიც შვილს მოწყალების თხოვნას ქუჩაში აიძულებდა არათუ ჩადენილს ნანობს, არამედ ამტკიცებს რომ უდანაშაულოა.
გამოძიების ვერსიით, მოზარდი თვეების განმავლობაში ფსიქოლოგოურ ტერორში ცხოვრობდა. 17 წლის გოგონა ფულს ქუჩა-ქუჩა აგროვებდა და მშობლეთან მიჰქონდა, თუმცა ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს მოწყალების თხოვნა არ ყოფილა. თუ ადვოკატის ვერსიას დავუჯერებთ, დედა-შვილი ქუჩაში სანთლებს და ხატებს ყიდიდნენ.
მე შსს-ს მიმართ მექნება გარკვეული პრეტენზიები, რომ ჩვენ თუ ვიცავთ არასრულწლოვნის ინტერესებს, მაშინ ამ ფაქტს არ უნდა გაეჟონა მედიაში. ბავშვი დედის ნათესავებს ურეკავს და იხვეწება წამიყვანეთ აქედანო, თორე თავს რამეს ავუტეხავო. 17 წლისაა… აქ მოწყალება არ ყოფილა, დედა-შვილი იყვნენ ქუჩაში გამოსულები და ყიდიდნენ სანთლებს და ხატებს”, – ამბობს ქალის ადვოკატი. tvpirveli https://www.alia.ge/patimroba-sheepharda-qals-romelits-arasrultslovan-shvils-aidzulebda-motsqhaleba-ethkhova/

ასევე დაგაინტერესებთ