ჟურნალისტ კრისტიან ფალკის ინფორმაციით, “ბაიერნის” შემტევი ლეროი სანე შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს.
28 წლის გერმანელის დამატების სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთქვამს. ფეხბურთელს “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება, შრომითი ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ გაურძელებია და შესაძლოა, “ოლდ ტრაფორდს” უსასყიდლოდ მიაშუროს.
შეხსენებისთვის, სანე 2016/20-წლებში “იუნაიტედის” მოძულე “სიტიში” ასპარეზობდა.