სანდუ: რეფერენდუმის შედეგი მოწმობს, რომ მოლდაველებს კვლავაც ევროპისკენ სვლა სურთ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს შეფასებით, მისი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის სასარგებლოდ მცირე უპირატესობით გადაწყვეტილი რეფერენდუმი მოწმობს, რომ მოლდაველებმა ევროკავშირი აირჩიეს – მაშინაც კი, როცა ისინი მასშტაბური დეზინფორმაციის და მანიპულაციის სამიზნე იყვნენ.
ხმათა 99,68 პროცენტზე მეტის დათვლის შედეგებით, მოლდაველების 50,45 პროცენტი ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას – აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 21 ოქტომბერს.
“კომისია რეფერენდუმის შედეგების შესახებ ანგარიშს წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს – რომელიც, თავის მხრივ, 10 დღის ვადაში გადაწყვეტილებით დაამტკიცებს ან უარყოფს ამ პლებისციტის შედეგებს” – ამბობს საარჩევნო კომისია.
როგორც ვარაუდობენ, რეფერენდუმის საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია ხმებმა მოლდოვის ძლიერი დასავლური დიასპორიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – ადამიანმა არ უნდა იცოდეს, ვინ არის, ეს არის დამონების უახლესი იარაღი – 5 წუთის წინ კაცი ხარ და შეგიძლია თქვა: არა, მე უკვე ქალი ვარ, შენ უკვე არ იცი ვინ ხარ – მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის