სანდუ: ვულოცავ საქართველოსა და ზურაბიშვილს, ერთად უფრო ძლიერ ევროპას გამოვჭედავთ

ვულოცავთ საქართველოსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას! ეს არის ისტორიული მომენტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოსთვის, ჩვენი რეგიონისა და ევროპისთვის. მოლდოვა ამ მოგზაურობაში თქვენთან დგას, რადგან ერთად ჩვენ უფრო ძლიერ, უფრო ერთიან ევროპას გამოვჭედავთ.