სანდუ: დიასპორის აქტივობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია… ვამაყობ თითოეული თქვენგანით!

“დიასპორის აქტივობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია… ვამაყობ თითოეული თქვენგანით!” – ამის შესახებ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.

“ამ გადამწყვეტი არჩევნების მეორე ტურზე, მოლდოვაში საარჩევნო უბნები უკვე დახურულია. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ხმა პატიოსნად მისცა. დიასპორის აქტივობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, მოლდოველები ხმას სასაათო სარტყელების მიხედვით კიდევ აძლევენ. თქვენი ხმის მკაფიოდ დაფიქსირებისთვის თითოეული თქვენგანთ ვამაყობ!” – წერს სანდუ.

მოლდოვაში საარჩევნო უბნები დაიხურა- საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყვეტილია. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 687 789-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ აქტივობა, არჩევნების მეორე ტურზე, 54.14%-ს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ამჟამინდელი პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო უპირისპირდებოდნენ, რომელსაც მხარს უჭერს სოციალისტური პარტია პრორუსი ექს-პრეზიდენტის, იგორ დოდონის
ხელმძღვანელობით.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ხმების 42,45% მიიღო, ხოლო ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ – 25,98%.

3 ნოემბრის არჩევნებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, 2218 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან