სანდუს თქმით, დაგეგმილი არჩევნების წინ, რუსეთი მოლდოვის დესტაბილიზაციას ეცდება

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვაში დაგეგმილი არჩევნების წინ ქვეყნის დესტაბილიზაციას ეცდება. მისი თქმით, მოლდოვის ხელისუფლება ამ საფრთხეებს აცნობიერებს და მათ პრევენციას ცდილობს.
“ვიცით, რომ ამ გაზაფხულზე რუსეთი განაახლებს ქმედებებს სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით…ჩვენ ვაცნობეთ მოქალაქეებს ამ საფრთხეების შესახებ ისე, როგორც ეს შარშანაც გავაკეთეთ, როდესაც რუსეთი აპირებდა მოლდოვის მთავრობის ჩამოგდებას. მოქალაქეებთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, თავი დავიცავთ ამ საფრთხეებისგან. ამ კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელი გვაქვს. ჯერ კიდევ გვაქვს სუსტი წერტილები,” – თქვა სანდუმ რუმინეთში ვიზიტისას.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები მოლდოვაში 2024 წლის გაზაფხულზე გაიმართება. სანდუ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.