სანდუმ „დანაშაულებრივ დაჯგუფებებს“ ბრალი დასდო „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“

მოლდოვის საპრეზიდენტო ს წინასწარი შედეგებით, პირველივე ტურში გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო. ევროკავშირში გაწევრების კურსის კონსტიტუციაში ასახვის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა უმეტესობამ უარყოფითი პოზიცია გამოხატა, თუმცა, მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის სხვაობა მინიმალურია. ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება.
20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის პირველი წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ „დაშაულებრივ დაჯგუფებებს და უცხოურ ძალებს“ ბრალი დასდო „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“.
21 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ სანდუმ კიშინიოვში, თავის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიზანი იყო 300 ათასი ხმის ყიდვა. მაია სანდუს თქმით, თაღლითობის მასშტაბი უპრეცედენტოა.
პრეზიდენტ სანდუს ბრიფინგზე არ დაუსახელებია კონკრეტული დაჯგუფებები და უცხოური ძალები, თუმცა, ჯერ კიდევ 20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების და რეფერენდუმის წინ მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება აცხადებდა, რომ და მის მიერ მხარდაჭერილი, მოლდოვიდან მოსკოვში გაქცეული ოლიგარქი ილან შორი ამომრჩველის მოსყიდვას შეეცდებოდნენ.
მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, ელოდებიან საბოლოო შედეგებს, უკან არ დაიხევენ და დემოკრატიის და თავისუფლების დაცვას გააგრძელებენ. სანდუმ ჟურნალისტების დამაზუსტებელ შეკითხვებს არ უპასუხა.
რეფერენდუმის შედეგების 97,93%-ის დათვლის მიხედვით, შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ არა კონსტიტუციაში შესწორებას ევროკავშირთან მოლდოვის შეერთების მიზნით, დადებითად უპასუხა 49,87%-მა და უარყოფითად 50,13%-მა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. პირველ ადგილზე მოქმედი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუა(35%), მეორეზე კი – პრორუსული ორიენტაციის სოციალისტური პარტიის კანდიდატი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო(30%).

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად