სანდრო რაქვიაშვილი შალვა პაპუაშვილს – უნდა დავაფასო თქვენი იუმორი – მთელი გამოსვლა ოპოზიციას ლანძღავდით და ბოლოს მოუწოდეთ, ერთად ვიმუშაოთო

ბატონო შალვა, უნდა დავაფასო თქვენი იუმორი. მთელი გამოსვლა ოპოზიციას ლანძღავდით და ბოლოს მოუწოდეთ, ერთად ვიმუშაოთო. ასე მე მგონი, საქმე არ კეთდება, თუ ლანძღავთ ნახევარი საათი ოპოზიციას, მერე ერთად მუშაობა რაღაცნაირად რთულად წარმოსადგენია, – ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც კოლეგების წინაშე 2023 წლის ანგარიშით წარსდგა.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაცხადა, ყველაფერი რაც პაპუაშვილმა ოპოზიციას „დააბრალა“, შინაარსობრივად „ქართული ოცნების“ შეცდომები იყო.
„მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი რაც ოპოზიციას დააბრალეთ, საბოლოო ჯამში ასევე თქვენი შეცდომებია. ბოლოს და ბოლოს რაღაცები მარტივად იზომება. კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში 12-დან 3 პუნქტი შესრულდა ასე თუ ისე. საბოლოო ჯამში, შედეგები როგორია გვესმის. მესმის, ზოგჯერ რთულია შეცდომების აღიარება, მაგრამ ყველაფერი რაც ოპოზიციას დააბრალეთ შინაარსობრივად თქვენი შეცდომები იყო ამა თუ იმ ფორმით. შეიძლება ჩვენი შეცდომებიც იყო რაღაცები ამ სიტუაციაში, მაგრამ უფრო თქვენი,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა