სანდრო რაქვიაშვილი – საზღვარგარეთ რაც შეიძლება მეტი უბანი უნდა გაიხსნას – პირიქით თუ მოხდება და არ გავხსნით, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ ხელისუფლებას ამ ადამიანების აზრი არ აინტერესებს

რადგან ჩვენ ვიცით, რომ უცხოეთში ასობით ათასი ადამიანია წასული, ჩვენი მხრიდან სწორი ჟესტი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ მათი აზრი გვაინტერესებს, – ამის შესახებ გირჩის“ დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირიქით თუ მოხდება და სხვადასხვა ქვეყანაში საერთოდ არ გაიხსნება უბნები, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ ხელისუფლებას ამ ადამიანების აზრი არ აინტერესებს.
“ზოგადად, მე ვემხრობი იდეას, რომ შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად გაიხსნას უბნების საზღვარგარეთ. ეს მხოლოდ იმიტომ არ არის მნიშვნელოვანი, რომ ბევრმა ადამიანმა მისცეს ხმა, შეიძლება ბევრმა მაინც ვერ მისცეს ხმა. საბოლოო ჯამში, აქტიურობა ყოველთვის ძალიან დაბალია, მაგრამ რადგან ჩვენ ვიცით, რომ ასობით ათასი ადამიანია წასული, ჩვენი მხრიდან სწორი ჟესტი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ მათი აზრი გვაინტერესებს. დამატებით 100-მა უბანმა სულ რამდენიმე ათასი ადამიანის ხმა რომ დაუმატოს არჩევნებს, მაინც მნიშვნელოვანი იქნება. იმ ადამიანებისთვისაც, რომელიც ემიგრაციაში არიან, რომ ჩვენ მათ აზრს ვუსმენთ. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი უბანი უნდა გაიხსნას. პირიქით თუ მოხდება და საერთოდ არ გავხსნით, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ ხელისუფლებას ამ ადამიანების აზრი არ აინტერესებს. ეს მათთვისაც ბევრის მთქმელი შეიძლება იყოს”, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ