სანდრო რაქვიაშვილი: მთავარია გვეთანხმებოდეს, ენმ-სთანაც და ოცნებასთანაც შევქმნიდით კოალიციას

პარტია გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა, ფორმულას ეთერში თქვა, რომ მნიშვნველობა არ აქვს “ვინ დააჭერს ხელს მწვანე ღილაკს” მათ რეფორმებზე და შეთანხმების შემთხვევაში, გირჩი მზადაა კოალიცია შექმნას როგორც, მაგალითად, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ასევე ქართულ ოცნებასთანაც.

“ჩვენი პოზიცია ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ დააჭერს ხელს მწვანე ღილაკს ჩვენს რეფორმებზე იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა, ქონების ხალხისთვის დაბრუნება და ზოგადად, სამართლიან და მდიდარ ქვეყანაში ცხოვრება და თუ ამაზე წამოვა ოპოზიცია, მაგალითად, ნაციონალური მოძრაობა, სიამოვნებით შევქმნით კოალიციას, მაგრამ თუ ამაზე არ წამოვა ენმ და წამოვა ქართული ოცნება წამოვა, იმათთანაც შევქმნით კოალიციას”. – თქვა რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა