სანდრო რაქვიაშვილი – მამუკა ხაზარაძის ფულზე მიდის ახლა ნადირობა – ჯერ ნიკა გვარამიამ სცადა მისი ფული მოეპოვებინა, ახლა გიორგი გახარია ცდილობს

კეზერაშვილი გასაგებია, “ნაცებს” აფინანსებს და მამუკა ხაზარაძის ფულზე მიდის ახლა ნადირობა – ჯერ მ სცადა ეს ფული მოეპოვებინა, ახლა გიორგი გახარია ცდილობს, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, “ყველას თავისი ტაქტიკა აქვს: ს ზოგი კომპლიმენტებს ეუბნება, ზოგი კი გადარჩენას სთავაზობს, მაგრამ მთავარი მიზანია, რომ მისი ფულის სჭირდებათ.”
“მოგეხსენებათ, ოპოზიციურ ფლანგზე სულ ორ ადამიანს აქვს ფული – კეზერაშვილს და ხაზარაძეს. კეზერაშვილი გასაგებია, “ნაცებს” აფინანსებს და მამუკა ხაზარაძის ფულზე მიდის ახლა ნადირობა. ჯერ ნიკა გვარამიამ სცადა, ეს ფული მოეპოვებინა, ახლა გიორგი გახარია ცდილობს. საბოლოო ჯამში, ყველას თავისი ტაქტიკა აქვს: ზოგი კომპლიმენტებს ეუბნება, ზოგი გადარჩენას სთავაზობს, მაგრამ მთავარი მიზანია, რომ ხაზარაძის ფულის სჭირდებათ და გასაგებია, რომ წინასაარჩევნოდ პარტიებისთვის ფული “მნიშვნელოვანია. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ისე უნდა გავიგოთ, როგორც ნათქვამია. უბრალოდ, გახარიამ ვერ თქვა, რომ “ფული გვინდაო”.
გახარიას თვითონ აქვს საკრებულოში შეკრული კოალიცია და არა მგონია, რომ მას რაიმე განსაკუთრებული გამოცდილება აქვს “განაცებისგან” გადარჩენის, მაგრამ საბოლოო ჯამში, მგონია, რომ ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული კოალიცია”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ბევრს იმუშავებს, იმისთვის, რომ პარტია “ლელო” “განაცებისგან” გადაარჩინოს.