– კარგია, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, ამით არაფორმალური მმართველობის პრობლემა მინიმუმ მოიხსნა – მოლოდინი მაქვს, ვიღაც თანამდებობას დატოვებს

კარგია პოლიტიკაში რომ დაბრუნდა, ამით არაფორმალური მმართველობის პრობლემა მინიმუმ მოიხსნა, მაგრამ ცალსახად გამოჩნდა ერთპიროვნული მმართველობის ამბავი , – ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თანამდებობა დატოვოს.
„ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი აირჩია პარტიის ლიდერად. ისეთი გარემო იყო, ჩინეთში რომ ხდება ხოლმე, ლიდერს რომ ტაშს უკრავენ და ეიფორია აქვთ. კარგად ჩანს, რომ ეს ადამიანი აკონტროლებს ხელისუფლებას და ეს არის მთავარი პრობლემა და არა სხვა, რაზეც საუბრობენ. ცხადია, ეს „ქართული ოცნების“ პრობლემაზე მიუთითებს, მაგრამ რაში მდგომარეობს პრობლემა, ღარიბაშვილის კორუფციაში ყოფნა, საგარეო პოლიტიკის ნაწილი თუ რაღაც სხვა, ამას დრო გვაჩვენებს, იმიტომ, რომ ცხადია, ივანიშვილის მოსვლა ნათლად აისახება პერსონალებზე. მოლოდინი მაქვს, რომ ვიღაც თანამდებობას დატოვებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, ამიერიდან ადამიანებს აღარ მოუწევთ ფიქრი იმაზე, ცალკეული გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო თუ ირაკლი კობახიძემ.
სანდრო რაქვიაშვილის შეფასებით, ცხადია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ივანიშვილს დაეკისრება.
ინფორმაციისთვის, 30 დეკემბერს “ქართული ოცნების” ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა