სანდრო რაქვიაშვილი – თუ დავინახავთ, ხალხი ავტობუსებით მოიყვანეს, რამდენიც არ უნდა შეკრიბონ, ამ მიტინგის ვინ დაიჯერებს? თუ აღმოჩნდა, რომ რეგიონიდან ერთი ავტობუსიც არ ჩამოსულა და 100 ათასი კაცი შეიკრიბა, მაშინ “ოცნებას” მეტი მხარდამჭერი ჰყოლია

“ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მთავარი არსი ამერიკელებთან და ევროპელებთან ბრძოლა და შესაბამისად, რუსეთის საქმის კეთებაა – არ მესმის, როგორ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში ადამიანმა ასეთ კანონს მხარი დაუჭიროს! – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.
რაქვიაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს “ანტიევროპულს“ და “ანტიამერიკულს“ უწოდებს და ამბობს, რომ “არ შეიძლება თან პროევროპელი იყო და თან იმას ამბობდე, რომ არც გერმანიას, არც საფრანგეთს და არც -ს სახელმწიფო ადმინისტრაციას არ დაუჯერებ“.
“ეს ხომ ერთმანეთთან თავსებადი არ არის და მაშინ სად მიდიხარ?!
29 აპრილს, პარლამენტის წინ აქციის დაგეგმვით “ქართული ოცნება“ საკუთარ თავს კომფორტს შეუქმნის, როცა განხილვის დროს პარლამენტის ირგვლივ საკუთარი ხალხი იქნება შეკრებილი და ის შეძახილები არ იქნება, რაც მათ შეიძლება აღიზიანებდეთ.
არ მგონია, ამ ყველაფერმა სიტუაცია პრინციპულად შეცვალოს – თუ დავინახავთ, რომ ხალხი ავტობუსებით მოიყვანეს, რამდენიც არ უნდა შეკრიბონ, ამ მიტინგის ვინ დაიჯერებს? მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ რეგიონიდან ერთი ავტობუსიც არ ჩამოსულა და პარლამენტთან 100 ათასი კაცი შეიკრიბა, მაშინ აღიარებ, რომ ამათ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავთ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა