“ახალი არჩევნები აწყობს ყველას:
აწყობს გირჩს. არჩევნები წავაგეთ და კიდევ ერთ შანსზე ვინ იტყვის უარს?
აწყობს ალტ-ინფოს, რომელიც მხოლოდ იმისთვის გამოიყენეს, რომ პატრიოტთა ალიანსს საბიუჯეტო დაფინასნების რამდენიმე მილიონი ეშოვა.
აწყობს ლელოს, რომელმაც ვერც ბიძინა გაუშვა მოსკოვში, ვერც ანაკლიის პორტი აიშენა.
აწყობს გახარიას, რომელსაც ერთი ოცნება აქვს – პრემიერობა, მაგრამ პარლამენტშიც კი ვერ შევა, ისე მიდის მისი საქმე.
აწყობს ნაცებს. სხვა თუ არაფერი, მიშა ციხეშია.
აწყობს ნეონაცებს. რუსული რეჟიმი არ დამარცხებულა, ასე რომ შედეგით კმაყოფილი ისინი არ უნდა იყვნენ.
აწყობს პრეზიდენტს – არც ქარტია სჭირდება ახლა ვინმეს, არც „საარჩევნო შტაბმა“ გაამართლა და რაც მთავარია, არჩევნების შედეგების გამო ერმა ვერ გაიგო, თუ ვინ იყო ის აპოლიტიკური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც ქვეყანა უნდა გადაერჩინა.
და რაც მთავარია, ახალი არჩევნები ყველაზე მეტად აწყობს ქართულ ოცნებას, რომელმაც, მიუხედავად ყველაფრისა, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ახლა კი, ამის გამო, ვერც გლობალური ომის პარტიას შეაჩერებს, ვერც მათ მარიონეტ ნაცებს გააუქმებს, ვერც დასავლეთიდან გეების შემოპარვისგან დაიცავს ქართველ ხალხს და ვერც აფხაზეთს დაიბრუნებს. თუ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც ცხოვრობს, ვისაც ქართული ოცნების ამ ისტორიის ოდნავ მაინც სჯერა, ის ჩვენს მიტინგზე უნდა მოვიდეს! და ისიც უნდა მოვიდეს, ვისაც ამ ყველაფრის არ სჯერა და ფულის სანაცვლოდ გაყიდა ხმა, რადგან ახალი არჩევნებით მეორედაც იშოვის ფულს.
ასე რომ, გირჩელებო, ალტ-ინფოელებო, ლელოებო, გახარიებო, ნაცებო და ნეონაცებო, ქალბატონო სალომე და ქოცებო, თუ მართლა გჯერათ იმისა, რასაც თქვენი რჩეული პარტიების ლიდერები ლაპარაკობენ, მიეცით მათ კიდევ ერთი შანსი მოიგონ ეს არჩევნები! მოდით შაბათს, 19.00-ზე პარლამენტის წინ და ერთად მოვიპოვოთ ახალი არჩევნები, რომელიც ყველას გვაწყობს!” – წერს სოციალურ ქსელში სანდრო რაქვიაშვილი.