სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ბიძინა ბარათაშვილი კომენტატორ სანდრო ცნობილაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“სანდრო ცნობილაძეს ვიცნობ 30 წელიწადზე მეტი ხანია. აქედან 25 წელი ერთად გვიმუშავია. სანდრო – “პორნო მაგნატი” თუ სანდრო – “სექსუალური მანიაკ-შანტაჟისტი” ისეთი აბსურდია, რომ ამ თემაზე მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ ვინმემ არ იფიქროს – ეს ამბავი გამომეპარა… სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ ბოდვა გრძელდება…”, – წერს ბარათაშვილი.