ღრმად გულდაწყვეტილი ვარ ახლანდელი ვითარებით ჩემს მშობლიურ ქალაქ თბილისში, საქართველოში, სადაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე მთავრობის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელ პროტესტებზე პოლიციამ ადამიანებზე სასტიკად იძალადა და დააკავა. კადრები, რომლებსაც ვხედავ, შემზარავია. ვდგავარ ხალხის გვერდით, რომელიც სპეცრაზმის მიერ გამოყენებული ძალადობრივი მეთოდების წინააღმდეგ ხმას იმაღლებს. ვიმედოვნებ, რომ მალე მშვიდობა იქნება და საქართველო საკუთარ გზას იპოვის, – წერს საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი Instagram-ზე.