სანდრო მამაგულაშვილის თქმით, პროტესტში მონაწილეობის გამო, მეზობლები ფიზიკურად უსწორდებიან

საპროტესტო აქციების მონაწილე, თანასოფლებებს ძალადობაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა კაცი ამტკიცებს,  რომ “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მისი მეზობლები, მას ფიზიკურად უსწორდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ, მხოლოდ იმის გამო, რომ  უკვე ერთ წელზე მეტია ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან ითხოვს ხელისუფლების შეცვლას.

სანდრო მამაგულაშვილის საუბრიდან ირკვევა, რომ ძალადობის ეპიზოდებში ფიგურირებენ მისი მეზობლის არასრულწლოვანი შვილებიც.

ის კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებს. სამოქალაქო აქტივისტის მტკიცებით, ეს უკვე მესამე შემთხვევა და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს მას სახლის მინებიც ჩაულეწეს.

მე ვარ ქარელის რაიონ, სოფელ ფსიდან, მარტო ერთხელ არა, ეს მოხდა უკვე მესამე შემთხვევაა, ჩემზე შეურაცხყმოფელი სიტყვები, თავდასხმა, მისი არასრულწლოვანი შვილები მოვიდნენ, იძალადეს. შავერდაშვილი, რომლის არასრულწლოვანმა შვილებმა ჩემზე იძალადეს, გუშინწინ მოვიდნენ და სახეში სილა ჩამარტეს, ახალ წლებზეც მოხდა ჩემზე თავდასხმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა მურთაზ ოსაძემ. დამამცირებელი სიტყვები – შენ თუ არ გაჩერდები, სოფლიდან გაგაძევებთო. მოვიდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები და ფანჯრების და კარების მინები ჩამილეწეს. პოლიციას არიან ამოფარებულები, ამ მუკა შავერდაშვილის დედის ძმისშვილი პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსია და ხელს აფარებს დამნაშავეებს, – ამბობს სანდრო მამაგულაშვილი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის პროტესტს არ წყვეტს და აქციაზე გუშინაც იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა