სანდრო თოფურია – საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად არავის განსაკუთრებული გეგმა არ გააჩნია

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად არავის განსაკუთრებული გეგმა არ გააჩნია, – ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ წევრი სანდრო თოფურია აცხადებს.
როგორც ის აღნიშნავს, რეალურ საარჩევნო გეგმაზე არავინ ფიქრობს.
„საქართველოს გარდა, პოლიტიკის მიმართ სადმე ასეთი მიდგომა თუ არსებობს, არ ვიცი – „რა დროს წინასაარჩევნო კამპანიაა, ქვეყანას გვართმევენ“ და ამაზე კოლექტიური გლოვაა. ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკის დაზიანება აშშ-სთან, ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და „ოცნების“ სანქცირება ოპოზიციისთვის ხელსაყრელი წინასაარჩევნო გარემო არის, რომელიც რუსული კანონის მიღებამდე არც ისე კარგ ფორმაში იყო.
გამოსავალი არის ის, რაც პოლარიზაციის და კრიზისის საფუძველია პირველ რიგში, არჩევნების მოახლოება. საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობას პარლამენტში მოხვედრილი პარტიები დააკომპლექტებენ, მარტივი საქმე არ იქნება. იქნება მოსყიდვები, სტანდარტული ქართული არჩევნები, მაგრამ არავინ ფიქრობს რეალურ საარჩევნო გეგმაზე და როგორ განახორციელებენ ამ გეგმას, როცა პარლამენტში მოხვდებიან“, – აცხადებს სანდრო თოფურია, რომლის კომენტარსაც პარტია „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ