სანდრო თავართქილაძემ „ევრონასკარის“ ინგლისის ეტაპზე „მასტერსის თასზე“ მესამე ადგილი დაიკავა

„NASCAR“-ის ევროპის სერიების დიდი ბრიტანეთის ეტაპზე, სანდრო თავართქილაძემ „მასტერსის თასზე“ მესამე ადგილი დაიკავა.
„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. შემდეგი ეტაპი 28-29 ივნისს ნიდერლანდებში გაიმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გვარაკიძეს მოუსმინა და რეკომენდაცია გასცა, რომ იგი პარლამენტის მიერ არჩეულ იქნას აღნიშნულ თანამდებობაზე