სანდრო ელოშვილი: ასე იწვოდა მაშინ სოხუმში ქალაქისა და ხალხის გადასარჩენად გაფრენილი უკანასკნელი იმედი… 1993 წლის 22 სექტემბერს! და ზუსტად ვიცი, თუკი რუსს რამეს არ ვაპატიებ…

რეჟისორი სანდრო ელოშვილი:
ასე იწვოდა მაშინ სოხუმში ქალაქისა და ხალხის გადასარჩენად გაფრენილი უკანასკნელი იმედი… 1993 წლის 22 სექტემბერს! და ზუსტად ვიცი, თუკი რუსს რამეს არ ვაპატიებ, ერთერთი ეს კადრია და კიდევ ერთი… ამ თვითმფრინავში მჯდარი ჩემი ოთხი ბიძის გასვენებას… ნუკრა, ვასკა, თემური და ზურიკო… ოთახში კუბოების მაგივრად მაგიდა და მაგიდაზე ფოტოები… სულ ვფიქრობდი ხოლმე, სანამ ის ჭურვი მოხვდებოდა იმ ტუ 154 – ს… რას ფიქრობდნენ და რას ხედავდნენ, როდესაც თვითონაც განწირულები განწირული ქალაქისკენ მიფრინავდნენ… მერე მივხვდი რომ მარტივად უნდა ვიფიქრო… რას ხედავდნენ და სოხუმს! და ყველანი სოხუმის ცაზე, სოხუმზე მოფიქრალი, სოხუმის ანგელოზები…
მე ზუსტად ვიცი, ისე დავბრუნდები სოხუმში, რომ ერთხელაც არ ვარ ნამყოფი!
მე ზუსტად ვიცი, სოხუმი არასდროს დაეცემა, სანამ ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს თვალებში, როგორც ფენიქსი, ცეცხლოვანი ჩიტი იფრენს სოხუმის თავზე… მის დასაცავად გაფრენილი ანგელოზებით… ❤️

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?