,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
,,ბევრი წერილი მომივიდა მთავრობის-პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი წევრებისგან იდენტური ტექსტით – “ სანდრო ტაძარში და პატრიარქის დაკრძალვაზე საშვები უსაფრთხოების მიზნით იყო დაშვებული და თხოვნაა ხალხს ნუ აბუნტებო “
ცალ – ცალკე რომ არ გსდიოთ და გიხსნათ მარტივი ჭეშმარიტება – უმჯობესი იქნება ერთიანად გაგცეთ პასუხი :
პატივცემულო პარლამენტარებო – უნდა იცოდეთ რომ პატრიარქის დაკრძალვა არ არის მიტინგი ან აღლუმი, არც პარლამენტი და არც მთავრობის კანცელარიის შენობაა უფლის სახლი (ტაძარი)
ვიმეორებ მარტივ ჭეშმარიტებას — ტ ა ძ ა რ ი არის უფლის სახლი და არა მთავრობის სახლი
ამიტომ – იმის გამო რომ ვიღაც ფულიანს ან პარლამენტარს ან მინისტრს კომფორტი და პირადი უსაფრთხოების დაცვა სურს – ხალხს უფლის სახლში შესვლა არ უნდა აუკრძალო
ამას გარდა
1989 წლის 9 აპრილს ორჯერ მეტი ხალხი იყო ტაძარში და საშვები არავის დაუწესებია და არც პირად უსაფრთხოებაზე უზრუნია არავის –
არც ზვიადს , არც მერაბს , არც პატრიარქს – მერწმუნეთ რომ 9 აპრილის დღეებში მათ უფრო დიდი საფრთხე ემუქრებოდა ვიდრე შალვა პაპუაშვილს ან ზარქუას გუშინ
საშვით შესვლა შეიძლება დაწესდეს პარლამენტში, პრეზიდენტის სასახლეში, მთავრობის სახლში და ასე შემდეგ
ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს
უფალი არც თავისი სახლის ( ეკლესიის) კარებს უკეტავს არავის და მეტიც — ღმერთთან უპოვარი , ღარიბი , ჩაგრული უფრო ახლოსაა – ვიდრე თქვენნაირი გაზულუქებული-ხალხის ხარჯზე გამდიდრებულნი და უფალს თავის სახლში უბრალო, დაჩაგრული ადამიანების ხილვა უფრო სურს , ვიდრე ავაზაკების , ფულიანების და ყაჩაღების!!!”




