სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ხმლით ასპარეზობაში პირველი გამარჯვება მოიპოვა – მან 1/32 ფინალში პოლონელი კრისტოფ კაჩკოვსკი მარტივად, ანგარიშით 15:7 დაამარცხა და მერვედფინალში გასასვლელად ამერიკელ ვილიამ მორილის დაუპირისპირდება.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბექა ბაზაძეც გამოვიდა, თუმცა უნგრელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 09:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან გაიმართება.