სანდროს 4 ქულა 2 წუთში – “სპურსმა” “ლეიკერსი” დიდი ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსი” “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” ესტუმრა და 126:102 გაიმარჯვა.
აღნიშნული შეხვედრის ბოლო მეოთხედის უკანასკნელ წუთებზე, როდესაც “ტეხასელები” 19 ქულით იგებდნენ, მოედანზე სანდრო მამუკელაშვილი გამოჩნდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 2 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა.
“სპურსის” ლიდერმა ვიქტორ ვემბანიამამ 23 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
“ლეიკერსიდან” ენტონი დევისმა თავი 30 ქულით, 13 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, “სპურსი” 19
მოგებითა და ამდენივე წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს, “ტეხასელები” მორიგ შეხვედრას 16 იანვარს, “მემფის გრიზლსის” წინააღდეგ გამართავენ.
“ლეიკერსი” 20 გამარჯვებითა და 17 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, “კალიფორნიელები” 16 იანვარს, “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში