სანდროს 3 სამქულიანი – “სან ანტონიო” “დეტროიტ პისტონსთან” დამარცხდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსი” “დეტროიტ პისტონსთან” 96:122 დამარცხდა. სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა, ქართველმა კალათბურთელმა პერიმეტრიდან 4 ცდიდან 3-ჯერ ზუსტად ტყორცნა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარკუს სასერი გახდა, რომელმაც 26 წუთში 27 ქულა, 4 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.
“სან ანტონიოდან” დევინ ვასელმა 32 წუთში საკუთარ გუნდს 26 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, ტეხასელები 31 გამარჯვებითა და
40 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებენ, “სპურსი” მორიგ შეხვედრას 28 მარტს “კლივლენდ კავალიერსის” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში