სანდროს მორიგი შედეგიანი მატჩი – “სან ანტონიომ” “ტორონტო” დიდი ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსმა” გასვლაზე “ტორონტო რაპტორსი” 123:89 დაამარცხა. სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 16:25 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე დევინ ვასელი გახდა, “სპურსის” ფორვარდმა 29:38 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
“ტორონტოდან” არჯეი ბარეტმა 30 წუთში საკუთარ გუნდს 18 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი შესძინა.
ამრიგად, “სან ანტონიო” 31 მოგებითა და 39 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში
მე-13 ადგილს იკავებს, “სპურსი” მორიგ შეხვედრას 26 მარტს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში