„სანდრას მამას ჩემთვის დღემდე ვერ უპატიებია…“ -რას წერს მიხეილ სააკაშვილი

· 54
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, 2007 წელს მომხდარ, ყოფილ სიმამრთან დაკავშირებულ ეპიზოდს იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მინდა გავიხსენო ერთი ისტორია. 2007 წელს სანდრას მამამ მცხეთის რაიონში, წყალსაცავთან ახლოს, 2 სართულიანი, 90 კვმ. ხის სახლი ააშენა. შემდეგ ოპოზიციამ აღმოაჩინა, რომ ეს სახლი დასაშვებზე 2 მ-ით უფრო ახლოს იყო წყალსაცავიდან (მგონი მინიმალური დასაცავი მანძილი 50 მ იყო).
როგორც კი ამ ამბავმა ჩემს ყურამდე მოაღწია, სანდრასთან შეთანხმებით, გავაგზავნეთ მუშები და სახლი დავშალეთ. ხის მასალები იქვე დავაწყვეთ და სანამ მოვიკითხავდით, ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიტაცა. მიუხედავად იმისა, რომ სანდრას მამასთვის, ედუარდისთვის ეს არ იყო დიდი ხარჯი, მას ჩემთვის დღემდე ვერ უპატიებია მატერიალური ზიანის მიყენება,“ – ვკითხულობთ სააკაშვილის ფეისბუკ პოსტში.