სანაცეთში დიდი ჟივილ-ხივილი ატყდა სახელმწიფო მდივან რუბიოს მიერ 1000-დოლარიან უილსონის პროვოკაციულ კითხვაზე პასუხის გამო. რაც არ უნდა იწვალონ და დაამახინჯონ მეხუთე კოლონელებმა, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ნათელია

სანაცეთში დიდი ჟივილ-ხივილი ატყდა სახელმწიფო მდივან რუბიოს მიერ 1000-დოლარიან უილსონის პროვოკაციულ კითხვაზე პასუხის გამო. რაც არ უნდა იწვალონ და დაამახინჯონ მეხუთე კოლონელებმა, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ნათელია
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები არ ემორჩილება ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევ სპეკულაციებს. ექსპერტის თქმით, გზავნილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეწერა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ ვენსს, სწორედ ამ გეოპოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.
„სანაცეთში დიდი ჟივილ-ხივილი ატყდა სახელმწიფო მდივან რუბიოს მიერ 1000$-იან უილსონის პროვოკაციულ კითხვაზე პასუხის გამო. რაც არ უნდა იწვალონ და დაამახინჯონ მეხუთე კოლონელებმა აშშ სახელმწიფო მდივნის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში დასკვნა ერთია – დღეს მიმდინარეობს მსოფლიო გადანაწილების პროცესი, რომელსაც წარმართავს არა უილსონების თუნდაც 1000000$ კითხვა და ხაბეს მიერ კბილების ჩასმის, ახალი პიჯაკის, წკაპუნების გამო გაჟღერებული კეზერაშვილის სურვილები, არამედ მისი აღმატებულება გ ე ო პ ო ლ ი ტ ი კ ა. რომლის თანახმადაც საქართველო-აშშ ურთიერთობები აუცილებლად დარეგულირდება ისე, როგორც მითითებულია ჩვენი პრემიერის მიერ მიწერილ წერილში პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე პრეზიდენტ ვენსისადმი. სხვა ალტერნატივა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. ამას მოწმობს 2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე განვითარებული მოვლენები. როგორ? გაიხსენეთ რას ამბობს ბრძენი ქართველი-“ჭკვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარებისო”. – წერს გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში