სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ახალი ავტომობილები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს 9 ერთეული ახალი, მსუბუქი ავტომობილი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტომობილების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – ნიკოლოზ შარაძე ესწრებოდა.
„აღნიშნული ავტომობილები სადარაჯო ხომალდების და კატარღების ეკიპაჟებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში გადაეცათ.
საქართველოს სანაპირო დაცვის ავტოპარკის განახლების მიზანს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა წარმოადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო – კახა კალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით – ვთხოვ, თუ აქვს დრო, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს