სანამ ტალახაძე დაასრულებს… – დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ…

ჭიდაობისა და ძალოსნობის ტურნირის დაწყებამდე, სადაც მედლების მოლოდინი გვაქვს, დღეს, 4 აგვისტოს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ქართველი გამოვა. მოკრივე ლაშა გურულს (-63.5 კგ) ბრინჯაოს მედალი გარანტირებული მარცხის შემთხვევაშიც აქვს და მეტი შეუძლია, თუკი, მინიმუმ, ნახევარფინალს დაძლევს.
თბილისის დროით 19:06 საათზე ქართველი მოკრივე კუბელ ალვარეს ბორხესს დაუპირისპირდება.
27 წლის ( 27 აგვისტოს 28 წლის ხდება) გურულმა უკვე ორი მოწინააღმდეგე დაამარცხა. ჯერ აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს აჯობა, შემდეგ კი ყაზახ ბაზარბაი მუხამედსაბირს.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ძიუდოისტების მიერ მოპოვებული 1 ოქრო
(ბექაური) და 2 ვერცხლია (გრიგალაშვილი, სულამანიძე). აქვე გეტყვით, რომ 6 აგვისტოს საქმეში ბერძნულ-რომაული ჭიდაობა და რობერტ კობლიაშვილი (-97 კგ. 13:30 საათიდან) ჩაერთვება. ჩვენი ოლიმპიელებიდან გამოსვლას 10 აგვისტოს (+102 კგ, 22:30 საათიდან) ძალოსანი ლაშა ტალახახე დაასრულებს.
უცნაური კომენტარებია და მაგარი ხეპრე ხალხის დაწერილს გავს. როცა ადამიანები შენს ქვეყანას იცავენ და შენ ქილიკობ ე.ი. შენს ქვეყანაზე ქილიკობ. როცა ვიღაცა შეურაწყოფას მიაყენებს ჩვენი ნაკრების რომელიმე წევრს,მსაჯი დაჩაგრავს ან დისკვალიფლიკაციას მისცემენ ან ჩვენს მოკრივეს ვინმე გალახავს ე.ი. ჩვენს ქვეყანას აყენებენ შეურაწყოფას,ჩაგრავენ,დისკვალიფიკაციას აძლევენ და მოკრივესთვის მოქნეული ყველა მუშტი ქვეყანას ხვდება. ამის გაგება და გააზრება გიჭირთ,იმიტო არანაირი ქვეყნის სიყვარული არ გაგაჩნიათ და თუ ქვეყანა არ გიყვართ,არც მისი ნაკრები გეყვარებათ. როცა სიხარულს და მარცხს ისევე გაიზიარებ,როგორც კონკრეტულად მონაწილე,მაშინ ეშველება ამ ქვეყანას,მანამდე შანსი არ არის. წარმატებები გურულსაც და ყველა ოლიმპიელს,რახან მანდ ვართ და არ წამოვსულვართ,ბოლომდე ვიბრძოლოთ და ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ. მედალი იქნება ან არ იქნება,ვის ადარდებს ეგ,მთავარია რო იყოს ბრძოლა და თავდადება.