„სანამ საქართველოში არ მოისპობა ქუჩის და სუფრის აკადემია, მანამდე ვერც ერთი სხვა აკადემია ვერ იარსებებს“ – თენგიზ აბლოთია

„სანამ საქართველოში არ მოისპობა ქუჩის და სუფრის აკადემია, მანამდე ვერც ერთი სხვა აკადემია ვერ იარსებებს“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელსი ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია წერს. „კომერსანტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ამჟამად ვარ თურქეთში და სწორედ აქ დავრწმუნდი იმაში, რაშიც აქამდეც ურყევად მწამდა – იმაში, თუ რა არის საქართველოს მთავარი აუღებელი ციხე-სიმაგრე, მთავარი შავი ჭირი, და მოურჩენელი სიმსივნე.
და ეს არაა ქოციზმი – ქოცობა არის ამ ქრონიკული დაავადების მწვერვალი, უმაღლესი გამოვლინება.
მაშ რაზეა საუბარი?
თურქეთში ვცხოვრობ მე-5 სართულზე., და აივანზე რომ გავალ საღამოს ვხედავ საოცრებას – ეზოში, რომელიც ემსახურება სამ 14-სართულიან კორპუსს, საღამოს ვერ დაინახავ ვერც ერთ 12 წელზე უფროს ბიჭს.
ქუჩაში არიან მხოლოდ ბავშვები და მათი მშობლები.
გუშინ 9-ს ნახევარზე პირვე;ად დავაფიქსირე გარეთ მდგომი 5 ბიჭი, ისიც 9 საათისთვის უკვე არც ერთი არ იყო.
თურქი ბიჭები არ დგანან ქუჩაში, არ ბლატაობებ, არ ხმაურობენ და არ ყივირიან ” სადა ხარ შეჩემაააა”.. იმაზე არაა ლაპარაკი რომ საკუთარი დედების შეცემას ვერც კი მოიფიქრებენ,
ნებისმიერ მცირე ბიზნესის ობიექტში დაინახათ ერთსა და იგივე სურათს – მუშაობს ობიექტის პატრონი, და იქვეა მისი შვილი – 11. 12. 13 წლის, არ დგას ქუჩაში 24 საათი. სწავლობს, ემზადება იმ დროისთვის როდესაც ის მამამისს შეცლის.
ესაა თურქეთის წარმატების საიდუმლო.
თბილისში, ჩემს ეზოში დღე და ღამე ბირჟაობს დაახლოებუთ 20 ახალგაზრდა – 15-დან ალბათ 18 წლამდე. სრულიად, თავიდან ბოლომდე დეგრადირებულები, უწიგნურები, უსაქმურები, მომავლის და პერსპექტივის გარეშე.,
საქართველოს მთავარი შავი ჭირია ქუჩა. სწორედ ე.წ. “ქუჩის აკადემია” ახალისებს უსაქმურობას, კრიმინალს, ნარკოტიკებს, ქურდულს.
ამ ბიჭების უმრავლესობა კარგავს მთავარს – დროს, იმ წლებს, რომელსაც ისინი დაკარგავენ ქუჩაშუ დგომით მერე ვერაფერი ვერ აუნაზღაურებს.
საქართველოს დეგრადაციის 80% მოდის სწორედ ქუჩაზე.
სანამ ეს შავი ჭირი საბოლოოდ არ მოიშალა – ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. იგივე ეხება მეორე ეროვნულ სიმახინჯეს – ე.წ. “სუფრის აკადემიას”, თუმცა ეს სხვა თემაა.
საბოლოოდ ვიტყვი – სანამ საქართველოში არ მოისპო ქუჩის და სუფრის აკადემია – ვერც ერთი სხვა აკადემია ვერ იარსებებს.
ან საქართველო მოსპობს ქუჩას, ან ქუჩა საბოლოოდ განადგურებს საქართველოს.“ – წერს თენგიზ აბლოთია.