“სანამ სატანის ფოტო იქნება სამებაში, მე იქ მიმსვლელი არ ვარ!” – სადღობელაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:
– კოლექტიურმა პრორუსულმა ძალებმა “საშინაო დავალება” წარმატებით შეასრულეს! გუშინ გაძლიერდა სტალინის და შესაბამისად რუსული გავლენა ეკლესიაში! რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ეკლესიის დამოუკიდებლობის პირდაპირი საფრთხეა! რადიკალური პროვოსლავნი ელექტორატი ემთხვია არა მატრონას ხატს არამედ სტალინის ფოტოს! ტიპიური კერპთაყვანისმცემლობა! მათ უყვართ სტალინი, სწამთ ღმერთის, მისდევენ გამსახურდიას გზას და უნდათ აღმაშენებლის საქართველო – მარაზმი და აჯაბსანდალი! ეს არ არის იდეოლოგია ეს არ არის რწმენა, ეს არ არის პატრიოტიზმი, ეს არის ბარდაგი! უცხო ქვეყნის მიერ ანგაჟირებული და ჩვენი მთავრობის მიერ წახალისებული ბარდაგი! ლენინიზმი, ტროცკიზმი, სტალინიზმი არის სატანიზმი! ეკლესიაში სტალინის ფოტო მიუღებელია! – სანამ სატანის ფოტო იქნება სამებაში მე იქ მიმსვლელი არ ვარ! მე ამ “პოლიტპროვოსლავიაში” მონაწილეობას არ მივიღებ!

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა