სანამ პროქსი-ბრძოლა უკრაინაში გრძელდება, გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ, ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გვჭირდება მშვიდობა

სანამ პროქსი-ბრძოლა ში გრძელდება, გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ, ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გვჭირდება მშვიდობა
არასდროს ვყოფილვართ მესამე მსოფლიო ომთან ისე ახლოს, როგორც დღეს, ს მმართველობისას, – ამის შესახებ -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა ბირთვული შეიარაღების მქონე ძალების კონფლიქტი „ბირთვულ არმაგედონს“ შეადარა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ დასრულება და მშვიდობის დამყარება. „გლობალური კონფლიქტი ბირთვულ ძალებს შორის, ნიშნავს სიკვდილს და განადგურებას ისეთი მასშტაბით, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, ეს იქნებოდა ბირთვული არმაგედონი.
არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ კოშმარის თავიდან აცილება. ჩვენ მას ავირიდებთ, მაგრამ გვჭირდება ახალი ხელმძღვანელობა. ყოველ დღე, სანამ ეს პროქსი-ბრძოლა უკრაინაში გრძელდება, ჩვენ გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ. აბსოლუტურად მკაფიო უნდა იყოს ის, რომ ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა – სროლები უნდა შეწყდეს. ეს არის მთავარი საკითხი, ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება მშვიდობა.“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძეს, ბაქოს უსაფრთხოების ფორუმზე გადაღებულ მთავარ ფოტოში, მარჯვნივ ფორუმის მასპინძელი ალი ნაგიევი უდგას, მარცხნივ – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ბლეიზ მეტრეველი, ამ დროს, აქ, პაატა ბურჭულაძე გვამხობს