“სანამ კინი “ტორპედოს” მწვრთნელია, “ჯუნგლები” ტრიბუნას ვტოვებთ” – “ტორპედოს” ფანების განცხადება [PHOTO]

ეროვნული ლიგის 22-ე ტურში “ტორპედო” შინ გორის “დილასთან” 1:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.
ქუთაისელთა გულშემატკივრებმა (“ჯუნგლებმა”) საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” განცხადება გაავრცელეს.
“ჩვენი მოთხოვნა მტკიცე და უცვლელია, სანამ კინი “ტორპედოს” მწვრთნელია, “ჯუნგლები” ტრიბუნას ვტოვებთ!!!”, – წერს ჯუნგლები.
შეგახსენებთ, “ტორპედო” ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან გორის “დილას” 6 ქულით ჩამორჩება. სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 1-ელ სექტემბერს, ს “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.