მეორე ღამე ღია ცის ქვეშ – საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლებული ადამიანების ნაწილი ამ წუთებშიც ქუჩაში დგას და ბინებით უზრუნველყოფასთან ერთად დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს.
ხალხი ამბობს, რომ ხელისფულებამ ისინი უსახლკარობისთვის გაწირა.
თვალჭრელიძის ქუჩაზე კი ამ წუთებშიც მძიმე ტექნიკა მუშაობს და შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ასევე ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა რამდენიმე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, თუ ვის დასჭირდა მედიკოსების დახმარება.
ვიქნებით ბოლომდე, სულ მარტოც რომ დავრჩე, სანამ კალაძე პასუხს არ გამცემს ჩემს უბედურებაზე, ვიდგები იქამდე, თუნდაც დამმარხოს ამ ჩემს ნანგრევებში. თბილისში რეგისტრირებულზე რომ აქვს აქცენტი კახი კალაძეს, თბილისში რეგისტრირებული, ყიფიანის ქუჩაზე ავრ ჩაწერილი, 4 შვილსი ამრტოხელა სოციალურად დაუცველი დედა ვარ. არავინ არ დაინტერესებულა, გადამიარა ქართველმა ზონდერებმა, ქართველმა პოლიციამ, უფრო რუსულმა მილიციამ”, – ამბობს გამოსახლებული.
