„სანამ თანხას გადაურიცხავთ…“ – რა უნდა გაითვალისწინოთ ონლაინ-შოპინგის დროს, რათა მოტყუებული არ დარჩეთ

„როდესაც იწყებთ ურთიერთობას კონკრეტულ კომპანიასთან რომელიმე სოციალურ ქსელში, სანამ თანხას გადაურიცხავთ, მნიშვნელოვანია, რომ საიდენტიფიკაციო მონაცემები გამოართვათ“. ამის შესახებ როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისივე ცნობით, ამ მხრივ პრობლემების დიდი ნაწილი ფიზიკურ პირებზე მოდის.
„როდესაც იწყებთ ურთიერთობას რომელიმე სოციალურ ქსელში კონკრეტულ კომპანიასთან, სანამ თანხას გადაურიცხავთ, მნიშვნელოვანია, რომ საიდენტიფიკაციო მონაცემები გამოართვათ. მსხვილ და საშუალო კომპანიებთან ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს, რადგან მიკვლევადობა ძალიან მარტივია.
ერთადერთი გამოწვევაა ფიზიკური პირები, რომლებიც გეუბნებიან, რომ თანხის სანაცვლოდ ნივთს კონკრეტულ მისამართზე მოგაწვდიან. ამის მერე აღმოაჩენთ, რომ შეკვეთილი ნივთი არ შეესაბამება იმ მოთხოვნას, რაც გქონდათ და პრობლემაც აქედან იწყება. თუ ეს პირი არ არის რეგისტრირებული, მოკვლევადობა ძალიან ჭირს,“ – აცხადებს ლექვინაძე.
წყარო: bpn.ge