სანამ ეუთოს დასკვნა გვექნება, როგორც ჩანს, ოპოზიციის მთელი რესურსი მიმართულია იმისკენ, რომ გაკეთდეს არაერთი ნეგატიური განცხადება, რომ მათ შორის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზეც მოახდინონ გარკვეული ტიპის ზეწოლა

სანამ ეუთოს დასკვნა გვექნება, როგორც ჩანს, ოპოზიციის მთელი რესურსი მიმართულია იმისკენ, რომ გაკეთდეს არაერთი ნეგატიური განცხადება, რომ მათ შორის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზეც მოახდინონ გარკვეული ტიპის ზეწოლა
როგორც ჩანს, ოპოზიცია გამოსავალს ეძებს მათი გადმოსახედიდან შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ჩვენ გვექნება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, სადაც, ასევე საუბარი იქნება შესაძლო რეკომენდაციებზე შესაძლო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილი გამოეხმაურა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ ეუთო/ოდირისთვის მიმართვას, რომელშიც საქართველოში გაყალბებული ს გამოძიების მოთხოვნას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ. მისი თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიცია რაიმე ფორმით ცდილობს, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნას, ამასთან, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, ძალადობის ფაქტებზე გამოძიებაც მიმდინარეობს, შესაბამისად, გარე აქტორების ჩართულობა ამ პროცესში მიზანშეწონილი არ არის.
„ვისურვებდი, დაველოდოთ ეუთოს დასკვნას, ვნახოთ, კონკრეტულად რას დაწერენ, რა მიმართულებებს მიიჩნევენ მნიშვნელოვნად საარჩევნო რეფორმისთვის და შემდეგ ვისაუბროთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ამ საკითხს [ძალადობას], არ ვარ დარწმუნებული, რომ ეუთო არის ის კომპეტენტური ორგანო, რომელმაც, პოტენციურად შეიძლება, რომ ეს საკითხი შეისწავლოს, მაგრამ, ოპოზიციის გადასაწყვეტია, მიმართონ ვისაც უნდათ. როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ, ამ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ნახონ რაღაც ფორმით – მათი გადასაწყვეტია. გავეცნობით კონკრეტულად მათ შეფასებებს, ასევე, სავარაუდოდ ვიხილავთ ეუთოს განცხადებებსაც, რამდენად შეიძლება, რომ ისინი იყვნენ კომპეტენტური ორგანოები აქ ჩასართავად, ამავე დროს, შევახსენებ მოსახლეობასაც, რომ გამოძიებაც მიმდინარეობს საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან და სანამ ეს გამოძიება მიმდინარეობს, სხვა გარე აქტორების ჩართულობა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.“ – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისივე განმარტებით, ოპოზიცია ცდილობს დღის წესრიგიც შექმნას და მანიპულაციური გზით საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს შიდა პროცესებში ჩართოს. „ალბათ ცდილობენ თან სიტუაციიდან გამოსავალი ნახოთ, თან ცდილობენ, დღის წესრიგის შექმნას და კიდევ ერთხელ მანიპულაციური თუ სხვადასხვა გზით საერთაშორისო საზოგადოების ჩართვას საქართველოს შიდა პროცესებში.
თუ დავაკვირდებით, ოპოზიციის სტრატეგიაა, მაქსიმალურად მოხდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა და მაქსიმალურად არ მოხდეს არჩევნების შესაბამისი შეფასება. სანამ ეუთოს დასკვნა გვექნება, როგორც ჩანს, ოპოზიციის მთელი რესურსი არის მიმართული იმისკენ, რომ გაკეთდეს არაერთი ნეგატიური განცხადება, რომ მათ შორის, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზეც მოახდინონ გარკვეული ტიპის ზეწოლა.“ – განაცხადა მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს