,, სანამ ადამიანები ნარკოტიკს ყიდულობენ შავ ბაზარზე და მათ დასდევს პოლიცია, მანამდე იქნება მსხვერპლი” – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს ამ იდიოტურმა ნარკოპოლიტიკამ, რომ ჩლუნგებმა პრობლემის საფუძველზე ფიქრი დაიწყოთ?
სანამ ადამიანები ნარკოტიკს ყიდულობენ შავ ბაზარზე და მათ დასდევს პოლიცია, მანამდე იქნება მსხვერპლი
აქაც და ყველგან დედამიწაზე, სადაც სისტემა ასე აქვთ მოწყობილი
არავინ იცის, ვინ რას ყიდულობს, რეალურად რა ხვდებათ, შიგნით რა ნივთიერების რა კონცენტრაციაა
და ვერც ვერასოდეს გაარკვევენ, მანამ სანამ ისინი პოლიციას ემალებიან, რადგან მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ
მანამ სანამ ნარკოპოლიტიკის მიზანია ადამიანების კონტროლი, მათგან ფულის გამოძალვა და მათი გამოყენება საარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის, ეს რეალობა არ შეიცვლება
სამყაროში არ არსებობს იმხელა საპოლიციო რესურსი, რომელიც ადამიანების დევნით შეძლებს ნარკოტიკების მოხმარების გაქრობას
ნორმალური ქვეყნები დიდი ხანია ამას მიხვდნენ და შეცვალეს მიდგომა
აქ ამ ბოროტი სისტემის ცვლილების ნებისმიერ მცდელობას ცალკე ეღობება ყოველ ჯერზე წინ, ცალკე საპატრიარქო იღებს პარლამენტს და აქეთ ამუნათებს ყველას, ვისაც ასეთი ტრაგედიების დამთავრება უნდა
ეგენი არიან მკვლელები
მათ სინდისზეა ამ ადამიანების გარდაცვალება
და თქვენს სინდისზეც, ვისაც ან ტვინი არ გაქვთ ან ვერ ისწავლეთ მისი გამოყენება”

ასევე დაგაინტერესებთ