სამ დღეში, საქართველოში “ახალი წლის დღეები” დაიწყება – რეგიონებში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუსტად სამ დღეში, საქართველოში “ახალი წლის დღეები” დაიწყება. რეგიონებში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სპეციალურად ამ დღისთვის, მომზადდა მუსიკალური კლიპიც, რომელიც ახალი წლის დღეების მთავარი საუნდტრეკია.
საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო და გასართობი სივრცეები- ყველაფერი რაც დღესასწაულთან კავშირშია, ერთ სივრცეში მოიყრის თავს. გაიმართება მუსიკალური საღამოებიც, რომელიც ფეიერვერკით დასრულდება.
პრემიერის ინიციატივით, ყველა რეგიონს განახლებული ილუმინაციები უკვე გადაეცა. დეკორაციები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და პარკებშია მოწყობილი.
“ახალი წლის დღეები” საქართველოში მესამე წელია ტარდება. ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი ღონისძიება კიდევ უფრო განსხვავებული იქნება. ტრადიციულ საშობაო ბაზრობაზე მონაწილეობის მიღება მეწარმეებსაც შეეძლებათ, რომლებიც სტუმრებს საკუთარ პროდუქციას შესთავაზებენ.
ღონისძიება საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტსა და დაბა ბაკურიანში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი აშშ-ში ვიზიტზე – მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას