„სამჯერ დაასიგნალა და მოულოდნელად, დაახლოებით 300 მეტრში შავი, დიდყურა ძაღლი ბალახებიდან გამოძვრა და ორ ფეხზე დადგა“ – დავით ჭაბაშვილი

„სამჯერ დაასიგნალა და მოულოდნელად, დაახლოებით 300 მეტრში შავი, დიდყურა ძაღლი ბალახებიდან გამოძვრა და ორ ფეხზე დადგა“ – დავით ჭაბაშვილი
„ფორმულას“ჟურნალისტი, დავით ჭაბაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„შაბათი იყო, დედაქალაქიდან კახეთს მოვდიოდი და ისანში, კახეთის ტაქსების გაჩერებაზე მივედი, დაახლოებით 30 წუთში შეივსო მანქანა და წამოვედით, ტაქსის მძღოლი გამომეცნაურა შენ ხომ პავლიკას ბიჭი ხარო?
კახეთის გზატკეცილზე მძღოლმა ავტომობილი გააჩერა, გადავიდა და 10 “ბუხანკა” ( ასე ეძახდა) პური იყიდა, არაფერი უცნაური, ვიფიქრე სახლისთვინ უნდა და მიაქვს-თქო.
ბადიაურს რომ
მივუახლოვდით, სამჯერ დაასიგნალა და მოულოდნელად, დაახლოებით 300 მეტრში შავი, დიდყურა ძაღლი ბალახებიდან გამოძვრა, ორ ფეხზე დადგა და იყურებოდა ჩვენსკენ, მძოლმა გააჩერა მანქანა, გადაუწოდა ერთი პური და ძაღლს მიაძახა ხვალამდეო.
კიდევ,დაახლოებით 3 კილომეტრში ატეხა სიგნალები, ახლა ნაცრისფერი ფინია ძაღლი გამოვარდა და დადგა გზაზე, ისევ იგივე, გავაჩერეთ, მოვიდა ძაღლი და მას ნახევარი პური შეხვდა რადგან პატარა იყო ტანით.
ისევ განვაგრძეთ გზა და ბაკურციხემდე ასე, ძაღლებს აჭმევდა, კილომეტრებიდან ცნობდნენ მისი მანქანის სიგნალს, გავოცდი და ვკითხე, აქ ხომ დღეში ათასობით მანქანა დადის, რანაირად ცნობენ შენს მანქანას-თქო?
ხუთი წელია მე ასე ვარო, დღეში დაახლოებით 50 ლარი მრჩება მაგრამ 5 წელი, ყოველ დღე, 10 ლარის პურს ვყიდულობ, 5 პურს ლაგოდეხიდან თბილისისკენ მიმავალი ვაჭმევ და შემდეგ, თბილისიდან ლაგოდეხისკენ, ყველა ძაღლი ვიცი რომელ გზატკეცილზე რომელია მაგრამ, ერთმა ძაღლმა არ გამომხედა და ნეტავ ხომ
მშვიდობა აქვსო?
აი ძალიან დიდი ადამიანობა ვიგრძენი იმ მომენტში, გავჩუმდი და ვუთხარი, გმირობის ტოლფასია რასაც თქვენ აკეთებთ და მადლობა გადავუხადე.“

ასევე დაგაინტერესებთ